Saturday, October 4, 2014



ჩემი პროექტის პორტფოლიო


ჩემი რეფლექსია: დღეს სწავლების
ბოლო დღეა. გავიაზრე პროექტებით სწავლების საჭიროება,
რაც უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სწავლებას, მოსწავლეთა ჩართულობას, შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას, ზედა დონის
 სააზროვნო უნარების განვითარებას.
ყოველივე ამის გააზრებაში, უღრმეს მადლობას ვუხდი ჩემ ტრენერს ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს.  მან მეტად საინტერესოდ მოგვაწოდა "პროექტებით 
სწავლების" მასალები. მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ!
  

Sunday, September 28, 2014

სწავლების მე-8 დღეა.გავიგე ფასილიტაციის მასალების შესახებ. უკვე ვიცი რაში გამოვიყენებ. თითქმის გაკეთებული მაქვს პროექტი. დავინტერესდი და გავიგე, საჭიროებისდა მიხედვით როგორ ჩავდო ფასილიტაციის ნიმუში.


Saturday, September 27, 2014

დღეს ტრენინგის მე-7 დღეა. განვიხილეთ შეფასების ტიპები.მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინო დავალებების დიფერენცირება. გავეცანით კრეატიულ შეფასებებს. ქალბატონი ირინა,ჩვენი ტრენერი ისე გასაგებად გვიხსნის, რომ პირადად ჩემთვის, რაც კი ბუნდოვანი იყო შეფასების სისტემაში, ნათლად გასაგებია. მივხვდი რომ ნებისმიერი უნარის შეფასება შეიძლება.

Sunday, September 21, 2014

მე-6 დღეს გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე  ნიმუშებს. გავიგე რამდენად სწორად დავეხმარო მოსწავლეს ტექნოლოგიების გამოყენებაში.

Saturday, September 20, 2014

დღეს მე-5 დღეა. გავეცანით: უკუკავშირის სახეებს, დაწყვილების მეთოდებს და საავტორო უფლებების დაცვას. ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, დიდი მადლობა ქალბატონ ირინას ჩემი გათვითცნობიერებისათვის, მომავალში გამოვიყენებ!

Sunday, September 14, 2014

 დღეს ტრენინგის მე-4 დღეა. ჩემთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან  დავწერე პროექტის შინაარსი, მიზნები და შედეგები, სტანდარტები,. დროში გაწერილი შეფასების გეგმა.